Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინის ტრავმა არ დაუდასტურდა

ტურინის იუვენტუსის კაპიტანს ჯორჯო კიელინის დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და საბედნიეროდ, მას ტრავმა არ დაუდასტურდა.

პორტუსთან მატჩში ანდრეა პირლოს კიელინის შეცვლა 35-ე წუთზე მოუწია, თუმცა მან დღეს J|Medical-ში შემოწმება გაიარა და ტრავმა არ აღმოაჩნდა.

კიელინის გარდა, შემოწმება როდრიგო ბენტანკურმაც გაიარა და რაიმე სახის დაზიანება არც მას აღმოჩნდა.