Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ჯორჯო კიელინის დეტალური გამოკვლევა დღეს საღამოს უნდა ჩატარებოდა.

იუვენტუსმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაპიტანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მას ტრავმის რეციდივი არ დაუფიქსირდა და კიევთან მატჩის დროს კუნთი უბრალოდ გაეჭიმა.

მიუხედავად ამისა, კიელინი დაახლოებით 7-10 დღეს იუქმებს და დიდი ალბათობით ბარსელონასთან შეხვედრას გამოტოვებს.