კიელინი:“ტოტიმ Ballon d’Or-ის ჯილდო დაიმსახურა“

იუვენტუსის კაპიტნის თქმით,ის გაკვირვებულია,რომ Ballon d’Or-ის ჯილდო შევჩენკომ და ოუენმა მოიგეს,თუმცა არა ტოტიმ.

„მე ტოტისთან ერთ გუნდშიც მითამაშია,თუმცა უფრო ხშირად ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით.

„ფრანჩესკო ნამდვილი გენიოსი იყო და სამწუხაროა,რომ მან უმაღლეს დონეზე არ ითამაშა,თუმცა მისი ერთგულება დაფასებას იმსახურებს.

„მან იმაზე ბევრად ცოტა მოიგო,რაც მას ეკუთვნიოდა.სხვა გუნდში რომ წასულიყო,დარწმუნებული ვარ,რომ ტოტი Ballon d’Or-ს მოიგებდა,თუმცა მან გულის კარნახს მოუსმინა და რომაში დარჩა.

„თუBallon d’Or ანდრეი შევჩენკოს და მაიკლ ოუენს მისცეს,მაშინ ტოტი ამ წოდებას აუცილებლად მიიღებდა.ისინი დიდი ფეხბურთელები იყვნენ,თუმცა არა იმ დონის,როგორიც ტოტი.

„მას ბურთით ისეთი რაღაცეების კეთება შეეძლო,რისი წარმოდგენაც ბევრს გაუჭირდებოდა.მას ნელი,თუმცა მიმზიდველი და საოცრად ესთეტიური თამაშის სტილი ჰქონდა.

„ტექნიკის,მენტალობის და მოედნის ხედვის მხრივ,ტოტი გენიოსი იყო.მან და კასანომ რომას ისტორიაში საუკეთესო შემტევი დუო შექმნეს“

Leave a Reply

Your email address will not be published.