Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი, ბონუჩი და რონალდუ იუვეს უბრუნდებიან

ჯორჯო კიელინი დინამო კიევის წინააღმდეგ შესაძლოა განაცხადში იყოს, ლეო ბონუჩი და კრიშტიანუ რონალდუ კი დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

კიელინიმ კუნთის ტრავმა თვის დასაწყისში მიიღო, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს და ტურინელებს კაპიტანი უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვა და დარჩენილ შეხვედრებში ტურინელები ბარსელონასთან ჯგუფის პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.