Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ გვყავდა ჯიჯი, ახლა გვყავს ჯიჯო!“

ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ, ვფიქრობ დამსახურებულად. ჩვენ დღეს ჰაერში რაღაც მაგიურს ვგრძნობდით, ჩვენ მაისიდან მოყოლებული ერთი ოჯახივით ვართ და ეს დავიმსახურეთ, ეს ტიტული იტალიამ დაიმსახურა.

„ალბათ აძურის გამარჯვებას რამდენიმე კვირის წინ ვერავინ წარმოუდგენდა, მადლობა აძურის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ ამ დიდებული გუნდის ნაწილი გამხადეს. ჩვენ ეს გზა 3 წლის წინ დავიწყეთ და ამ ტიტულის მოპოვებაში იმ ფეხბურთელების დამსახურებაც დიდია, რომლებიც ახლა სახლიდან გვიყურებენ.

„ჩვენი მთავარი ძალა იყო ის, რომ იტალია ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას იღებს. ჩვენ მოგვწონს თამაშის გაკონტროლება, ბურთის დაჭერა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დაწყებიდან 2 წუთში სახეში სილა მივიღეთ, ჩვენ არ დავნებდით და ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ.

„პენალტები ? ჩვენ აქამდე გვყავდა დიდებული ჯიჯი, ახლა კი გვყავს ჯიჯო! ასეთ გამარჯვებას უფრო მეტი ფასი აქვს. ერთი სული გვაქვს, როდის აღვნიშნავთ ამ ტიტულს ხვალ იტალიელებთან ერთად.“