Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ დამსახურებული გამარჯვება…“

ჯორჯო კიელინიმ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან რთული, მაგრამ საჭირო გამარჯვება იყო. ჩვენ იტალიაში ყველაზე ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებოდით, რადგან მათ მიმდინარე სეზონში დაამტკიცეს, რომ ყველაზე ძლიერები არიან.

„ჩვენ მატჩს სწორი განწყობით მივუდექით და ვითამაშეთ გუნდურად, რაც მიმდინარე სეზონში ხშირად გვაკლდა. ჩვენ დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

„რატომ არ გავუკეთეთ პოდიუმი ინტერს ? ჩვენ ნერაძურის თითოეულ ფეხბურთელს სკუდეტოს მოპოვება ტუნელში მივულოცეთ, რადგან მათ ეს დაიმსახურეს.

„მსაჯის გადაწყვეტილებები ? მე ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ყველა მომენტს ადამიანები თავისებურად აფასებენ, ჩვენ კონცენტრაცია გუნდის დადებით და უარყოფით ასპექტებზე უნდა გავაკეთოთ.

„ჩემი მომავალი ? ჯერ ამ თემაზე საუბარი ადრეა, ჩვენ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ.”