Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ევროპულ ფეხბურთს სუპერ ლიგა სჭირდება“

იუვენტუსის კაპიტნის ჯორჯო კიელინის აზრით, სუპერ ლიგის პროექტი ევროპული ფეხბურთისთვის აუცილებელია და სერია ა-ში გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი არის იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც სუპერ ლიგის პროექტს მხარი ღიად დაუირეს.

„სუპერ ლიგის პროექტის შესახებ პრეზიდენტთან რამდენიმე წლის განმავლობაში ვსაუბრობდი.

„ვფიქრობ, რომ ევროპული ფეხბურთს განვითარებისთვის ეს პროექტი აუცილებელია. უმაღლესი დონის ათლეტებს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში სურთ და მჯერა, რომ ეს ფეხბურთის ქომაგების ინტერესებშიც არის, რომ უფრო თანაბარი და მაღალი დონის სანახაობები იხილონ.

„ჩვენ ისეთ პოზიციაზე ვართ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. გუნდები, ორგანიზაციები და ფეხბურთელები უდნა შეიკრიბონ და ახალი ტურნრიების, ახალი კალენდრის შესახებ უნდა იმსჯელონ. ფეხბურთ მსოფლიოში ულამაზესი სპორტია, თუმცა მისი განვითარება კიდევ შეიძლება.

„შეხედეთ ამერიკას, მათ თითქმის ყველა სპორტში სუპერ ლიგის ანალოგიური სისტემა შექმნეს და ქომაგებს დიდებულ სანახაობას ჩუქნიან.

„ვფიქრობ, რომ სერია ა-ს გუნდების რაოდენობა 18 გუნდამდე უნდა შემცირდეს, რაც ჩვენ ევროპული დონის ტურნირებისთვის უფრო მეტ დროს მოგვცემს.“