Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ესპანეთს პატივს ვცემთ, რასიზმის წინააღმდეგ ახალი ზომებია საჭირო…“

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ესპანეთთან ხვალინდელ ჩანიშნულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად მოედანზე მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს.

„ჩვენ ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ გარკვეულ ასპექტებში ხვალ გაცილებით კარგად მოქმედება მოგვიწევს, ვიდრე ეს ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ.

„ესპანეთთან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ძალიან ცუდი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა საბედნიეროდ გასულ ზაფხულს ჩვენ მათი დამარცხება მოვახერხეთ, თუმცა მატჩი, რომელშიც ჩვენ მათ წინააღმდეგ ვდომინირებდით, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო.

„საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი ბოლო წლებში ? მე არასოდეს დამიმალავს, რომ სერხიო რამოსს უდიდეს პატივს ვცემ, ის გასული წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია.“

კიელინიმ ევროპაში პირველი ჩემპიონატი იტალიასთან ერთად მოიგო, რადგან მას იუვესთან ერთად ევროპული ტიტული მოგებული არ აქვს.

„ამას მნიშნელობა არ აქვს, მოვიგებ თუ არა საკლუბო დონეზე ევროპულ ტიტულს. ჩემთვის მთავარი ის ემოციები და მუხტია, რომელსაც მე თამაშის დროს ვიღებ.

„იბრა ? ზლატანი ზლატანია, მისი საქმისადმი მიდგომა აძლევს საშუალებას, რომ 40 წლის ასაკშიც კი უმაღლეს დონეზე ითამაშოს. მე ამ ბებრული ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ. მატჩების დროს ძალიან ვერთობი და ვნახოთ, როდემდე მოვახერხებ გუნდის დახმარებას.“

კიელინიმ სერია ა-ში რასიზმთან არსებულ რპობლემაზეც ისაუბრა.

„ეს მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება ახალი წესები, რომლებიც ასეთი სიტუაციების პრევენციას მოახდენს. მე როგორც ტოსკანელი და იტალიელი მრცხვენოდა, რადგან იტალია რასისტული ქვრყანა არ არის და ასეთი სამწუხარო ფაქტები მთელს ქვეყანას ცუდ იმიჯს სძენს.“