Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე ?…“

იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ხვალ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

„ხვალ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და ეს იმ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, თუ ბულგარეთთან გავიმარჯვებდით.

„სექტემბერში პირველი მატჩები ყოველთვის რთულია, რადგან ჩვენ ფორმაში არ ვართ და სიმწვავე გვაკლია. ამის გამო ჩვენ ბულგარეთთან ქულები უკვე დავკარგეთ და ეს აღარ უნდა განმეორდეს.“

იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარია 3 – 0 დაამარცხა.

„საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, ის მატჩი ძალიან თანაბარი და დაბალანსებული იყო. შვეიცარიამ ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვმიქმნა, მათ კარგი ნაკრები ჰყავს და ხვალ კიდევ ერთი რთული შეხვედრის გამართვა მოგვიწევს.

„ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე ? მე კარგ ფორმაში ვარ, მოტივაცია არ მაკლია და ფეხბურთს თამაშით სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ  2022 წლის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ამ კითხვაზე წინასწარ ვერ გიპასუხებთ.“