Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი ზაფხულში კარიერას არ დაასრულებს

იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გადაწყვიტა, რომ ტრავმების მიუხედავად, სეზონის ბოლოს კარიერა არ დაასრულოს.

Corriere di Torino-ს მტკიცებით, კიელინი დარწმუნებულია, რომ მას მინიმუმ ერთი სეზონის თამაში კიდევ შეუძლია, მაგრამ იუვენტუსს ჯორჯოსთვის ახალი ხელშეკრულება ჯერ არ შეუთავაზებია, მისი მიმდინარე კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება და როგორც თავად ჯორჯომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, იუვენტუსიდან წასვლის შემთხვევაში ის არც იტალიის და არც ევროპის არც ერთ გუნდში თამაშს არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, თუ ბიანკონერი კაპიტანს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, ჯორჯო დიდი ალბათობით კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

კიელინი იუვენტუსს 2005 წელს, ფიორენტინადან შეუერთდა და მას შემდეგ ბიანკონერის მაისურით 531 მატჩი ჩაატარა, 9 სკუდეტო, 4 კოპა იტალია, 5 სუპერკოპა მოიგო და იტალიის ნაკრებში 106 შეხვედრა გამართ.