Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“ იმედი მაქვს, ტრავმები აღარ შემაწუხებს“

ჯორჯო კიელინიმ, რომელმაც გასული სეზონის უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ტრავმების გამო გამოტოვა, იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.

„ძალიან რთული წელი გამოვიარე, რადგან ფეხბურთელისთვის ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილის გაცდენა რთული გადასატანია.

„იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ჩემი უიღბლობა დასრულდება და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთებას მოვახერხებ.

პანდემიის გამო სეზონის მეორე ნახევრის ჩატარება უჩვეულო პირობებში მოგვიწია, თუმცა წინ უფრო რთული სეზონი გველოდება, მაგრამ გუნდი კარგ ფორმაშია და ერთი სული გვაქვს, თუ როდის დავიწყებთ სეზონს.”

Leave a Reply

Your email address will not be published.