Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ იტალია იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე“

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, კომენტარი აძურის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

„დღეს ჩვენ ტექნიკის, აგრესიის და სისწრაფის მხრივ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, შესაძლოა იმაზე კარგიც კი, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარია 3 – 0 დავამარცხეთ.

„ერთადერთი, რაც დღეს იტალიის ნაკრებს დააკლდა, კარში ზუსტი დარტყმა იყო. დღეს იტალიამ იმაზე კარგი შეხვედრა აჩვენა, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში და მოპოვებული ქულებია, ჩვენ კი დღეს დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

„ჟორჟინიოს გაცუდებული პენალტი ? ასეთ მომენტებში გუნდი ფეხბურთელს გვერდით უნდა დაუდგეს და ჩვენ ეს გავაკეთეთ. გამარჯვება გარანტირებული არასოდეს არ არის და ჩვენ ამისთვის ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“