Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ იტალია კარგ მატჩს ჩაატარებს…“

ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ტრავმის გამო აძურის ვერ დაეხმარება, შვეიცარიასთან მატჩზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჩემი გუნდის დახამრებას ვერ შევძლებ, თუმცა უმნიშნელოვანესი მატჩის წინ მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვრჩები.

„მე მშვიდად ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ იტალია კარგ მატჩს ჩაატარებს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებს.

„ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ თავიდან გვეგონა, მაგრამ საბედნიეროდ იტალიის ნაკრებში არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომლის ჩანაცვლებასაც გუნდი ვერ მოახერხებს.

„ახლა ყველა ნაკრებში გარკვეული პრობლემებია, რადგან გუნდებში ჩვენ წარმოუდგენელი დატვირთვით გვიწევს თამაში, ამიტომ ეს პრობლემა არ იქნება.“