Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ იტალია მზად არის“

ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ, რომელიც ხვალ რომში, 11 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარეთ და ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოოდ ამ კითხვაზე პასუხს ხვალ, უშუალოდ მატჩის შემდეგ გავიგებთ. იტალია ტურნირს ძალიან დიდი ენთუზიაზმით და თავდაჯერებულობით იწყებს.

„ჩვენ წინ ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და დაბალანსებული ჩემპიონატი გველოდება. გუნდებმა ასე თუ ისე ერთანეთის შესაძლებლობები კარგად იციან, მაგრამ იტალია გამოწვევებისთვის მზად არის.

„იტალიას უკვე დიდი ხანია, რაც უმაღლესი დონის ტურნირზე არ უთამაშია. შვედეთთან განცდილი მარცხის ტკივილი თავს დღემდე გვახსენებს, მაგრამ ახლა გუნდში სულ სხვა ენერგია სუფევს.“