Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი იუვენტუსთან კონტრაქტს 2 აგვისტოს გააფორმებს

იუენტუსის კაპიტანს ჯორჯო კიელინის კონტრაქტი ბიანკონერისთან 30 ივნისს ამოეწურა და ის ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტია, თუმცა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის ტურინში მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს.

დღეს იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუ, დე ლიხტი, კულუშევსკი, რემსი და რაბიო დაუბრუნდნენ, ევროპის ჩემპიონები კი გუნდებს 2 აგვისტოს შეუერთდებიან და Sky Sport-ის ცნობით, კიელინი კონტრაქტს სწორედ მაშინ გააფორმებს.

წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ჯორჯომ არა ერთი, არამედ 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის ამოწურვის შემდეგ ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და  ბიანკონერის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება.