Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ იუვენტუსი ტიტულის მოპოვებას გეგმავს“

ჯორჯო კიელინიმ კოპა იტალიის ფინალური მატჩის წინ, რომელშიც იუვენტუსის მეტოქე ატალანტა იქნება, პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ, ხვალ სეზონის რიგითი შეხვედრა არ არის, ხვალ ჩვენ ტიტულის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ვიცით, რომ გარანტირებული არაფერი გვაქვს და მისთვის ბრძოლა მოგვიწევს.

„ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ? ბოლო 2 ტურში ჩვენ უმნიშვნელოვაენსი ქულები მოვიპოვეთ, რომლებმაც ოთხეულში შესვლის იმედი შეგვინარჩუნეს, თუმცა ახლა გუნდი კონცენტრირებული ხვალინდელ შეხვედრაზეა.

„ვიცით, რომ ატალანტა ძალიან რთული მეტოქეა და ჩვენს მსგავსად მათაც ტიტულის მოპოვება სურთ, მაგრამ იუვე მშიერი და მონდომებულია. იმედი მაქვს, რომ ეს სტადიონი იღბალს მოგვიტანს ისე, როგორც  სუპერ თასის შემთხვევაში მოხდა.

„ვფიქრობ, რომ ხვალ ისეთივე მატჩი იქნება, როგორიც გასულ თვეს ბერგამოში გაიმართა, დაბალანსებული და თანაბარი ბრძოლა, რომლსი ბედსაც მცირე დეტალები გადაწყვეტენ. იმ მატჩში ჩვენ ბერგამოელებს ბევრის უფლება არ მივეცით, თუმცა მათ გაუმართლათ და გაიმარჯვეს, იმედია ხვალ სხვა შედეგი დაფიქსირდება.

„ბოლო პერიოდში ჩვენ უჩვეულოდ ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ფეხბურთი იცვლება, მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ძალიან ბევრი გოლი გავიდა.

„ჩვენ ფინალში სათამაშოდ საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ და საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ.

„ჩემი მომავალი ? სიმართლეს გეტყვით, ახლა მხოლოდ დარჩენილ 2 მატჩზე ვფიქრობ, სეზონის ბოლოს კი ჩვენ ყველაფერს კარგად განვიხილავთ და საუკეთესო გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.“