Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“ იუვენტუსმა კიევში უნდა გაიმარჯვოს“

ჩემპიონთა ლიგის წინ იუვენტუსის კაპიტანი პრესკონფერენციაზე საინტერესო საკითხებს შეეხო.

„გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, თუმცა ეს სავსებით ნორმალური პროცესია და გუნდში დიდი ცვლილებები არ არის.

„ჯერჯერობით იმის საშუალება, რომ სრული შემადგენლობით გვეთამაშა, სხვადასხვა მიზეზების გამო აქ გვქონია, თუმცა ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას სულ მალე გაივლიან და ყველაფერი რიგზე იქნება.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვოთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დაგვჭირდება, რომ იდეალური იუვე იხილოთ, თუმცა ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

„ჩვენ ყველა სეზონს ერთი მიზნით ვიწყებთ – მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. ვიცით, რომ გუნდში ცვლილებები მოხდა და გარკვეული დროა საჭირო, თუმცა მონდომებით და გამარჯვების სურვილით ჩვენ  ყველა წინაღობის გადალახვას მოვახერხებთ.

„Euro 2012 –ის შემდეგ უკრაინასთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს. მართალია ფინალში დავმარცხდით, თუმცა ბოლო ეტაპამდე გასვლა მაინც სასიამოვნო მოგონებაა და იმედი მაქვს, ხვალინდელი მატჩის შემდეგ ამ ქალაქთან უფრო კარგი მოგონებები დამრჩება.“