Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს“

იუვენტუსის კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ მომავალ სეზონში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ოცნება, ჩვენი მიზანია, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, თუმცა გუნდს ლიგის მოგება 1996 წლიდან სურს.

„რონალდუ ? ნამდვილად არ მეგონა, რომ ის იუვეში მოვიდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ჩემპიონის გვერდით თამაში მიწევს.

„დავასრულებ თუ არა კარიერას ევრო 2020-ის შემდეგ ? შესაძლოა, ყვლეაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა კონდიციებში იქნება ჩემი სხეული. თუ შევატყე, რომ გუნდისთვის ზედმეტი ტვირთი ვარ, ფეხბურთიდან აუცილებლად წავალ. კარიერის დასრულება ჩემს ცხოვრებას შეცვლის, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა არ მაშინებს.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ჯერჯერობით ვიცი, რომ გუნდისთვის დახმარების გაწევა კიდევ შემიძლია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.