Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი იუვესგან 2-წლიან კონტრაქტს ითხოვს

იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელის ჯორჯო კიელინის ტურინული მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვეტერან ფეხბურთელს ბიანკონერისთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია, თუმცა შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნათელია, რომ ტურინელებს მისი შენარჩუნება სურთ.

იუვენტუსს ჯორჯოსთვის 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, 36 წლის ფეხბურთელი ტურინელებისგან 2-წლიან ხელშეკრულებას ითხოვს, ხელფასის მომატება კი 3.5 მილიონიდან 5 მილიონამდე სურს, რის შემდეგაც ის სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს კიდეც.

კიელინის გუნდში დარჩენა მაქს ალეგრის ერთ-ერთი მთავარი სურვილი გახლდათ და იუვე სავარაუდოდ ჯორჯოს მოთხოვნილ კონტრაქტს შესთავაზებს…