Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი იუვესთან კონტრაქტს მომდევნო კვირას გაახანგრძლივებს

Tuttojuve-ს ინფორმაციით, ჯორჯო კიელინი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს მომდევნო კვირის დასაწყისში მოაწერს ხელს და ის გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯორჯოს იუვენტუსის დატოვება და MLS-ში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ გუნდში მაქს ალეგრის დაბრუნებამ მას გადაწყვეტილება შეაცვლევინა და კაპიტანი ტურინში კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

ჯორჯოს იუვენტუსის მაისურით 535 მატჩი დაუგროვდა, რომელშიც მან 36 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა, პროცესში კი უამრავი ტიტულის მოგება მოახერხა.