Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი კვლავ ტრავმირებულია…

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის კაპიტანმა კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და ის დინამოსთან მატჩს გამოტოვებს.

ცენტრალურმა მცველმა სავარჯიშო სესიის დროს მარცხენა ბარძაყზე ტკივილი იგრძნო და თავის დაზღვევის მიზნით, ის ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.

36 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სექტემბრის შემდეგ სერია ა-ში არ უთამაშია.