Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ კიეზა უფრო ძლიერი დაბრუნდება“

ჯორჯო კიელინიმ ინტერთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრავმა კიეზას უფრო გააძლიერებს.

„ჩვენ წინ რთული შეხვედრა გველოდება და რომასთან მატჩში გამარჯვება მენტალურ ასპექტში ხვალ აუცილებლად გამოგვადგება.

„ასეთი დონის შეხვედრებში მცირე დეტალებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცით, რომ ჩვენ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება.

„ინტერს ძალიან ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც მოედნის ორივე მხარეს დაბალანსებულია და მათ სტანდარტულების დროს უნდა ვუფრთხილდეთ.

„რა ასპექტში უნდა მოვუმატოთ ? მატჩების მსვლელობის დროს, ჩვენ ძალიან ხშირად ვითიშებით, ასეთი რამ დაუშვებელია. ამის ნათელი მაგალითი რომასთან 5 წუთში 2 გაშვებული გოლი იყო.

„გოლების ნაკლებობა ? კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ყოფნის დროს, ის ახერხებდა და ჩვენს გარკვეულ პრობლემებს მალავდა, მისი წასვლის შემდეგ კი ეს პრობლემები ნათლად გამოჩნდა, თუმცა ახლა ჩვენ ლოკატელი და კენი გვყავს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია იმ მიზნებისთვის ბრძოლა, რომლებიც დასახული გვაქვს.

„სკუდეტოს ფავორიტი ? ვფიქრობ, რომ ინტერმა უნდა მოინდომოს, რომ სკუდეტო დაკარგოს. მართალია მილანი ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ნერაძური გამოკვეთილი ფავორიტია.

„კიეზას ტრავმა ? მე მის გამო ვწუხვარ, იგივე ტრავმის გადატანა 2 წლის წინ თავად მომიწია და ვიცი, რამდენად რთული პერიოდი ელოდება, მაგრამ ასეთი დაბრკოლებები ჩვენ უკეთეს ადამიანებად და ფეხბურთელებაც გვაქცევენ.

„ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ ფედეს სერიოზული დაზიანება ჰქონდა. მე ვცადე, რომ მისთვის უფროსი ძმასავით ვყოფილიყავი, ამ თემაზე სხვისი არაფრის თქმა შემიძლია.

„მას წინ რთული პერიოდი ელოდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ყველაფერს გაუმკლავდება.“