Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ მარცხი ჩვენ განვითარებაში დაგვეხმარება“

ჯორჯო კიელინიმ ესპანეთთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ მარცხი მილანში ვიწვნიეთ, მაგრამ რეკორდული სერიის გამო ძალიან ამაყები ვართ.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის დროს ყველაზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

„მარცხის გამო ვწუხვართ, რადგან ჩვენ წაუგებელი სერიის გაგრძელება გვსურდა, მაგრამ ეს განვითარების პროცესია და ვფიქრობ, რომ მარცხი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ჩვენ თამაშში დაბრუნებასთან ახლოს ვიყავით, რაც იმის ფონზე, რომ იტალია მოედანზე 10 კაცით იყო, ძალიან კარგი შედეგია და გუნდის პოტენციალს კიდევ ერთხელ აჩვენებს.“

იტალია ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის საფრანგეთის ან ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს.

„ჩვენ მოედანზე ყოველთვის გასამარჯვებლად გავდივართ, მაგრამ იტალიის რეალური მიზანი ნოემბერში შვეიცარიის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა.“