Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ მე გუნდს და ნაკრებს ღრსეულ ხელში ვტოვებ…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ Sky Sport-თან გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.

„მე ჩემი დებიუტი მესინას წინააღმდეგ მქონდა, როდესაც პაველ ნედვედი შევცვალე და ეს იყო დასაწყისი იმ ისტორიისა, რომელმაც მე აქ მომიყვანა. მე გუნდს ვტოვებ მშვიდად და სიამაყით, რადგან ეს გადაწყვეტილება თვეების განმავლობაში მივიღე, არა კვირეების ან დღეების.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდს დავტოვებდი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მექნებოდა, როგორც ამას ჩემი კარიერა იმსახურებს. ეს იუვენტუსისთვის რთული წელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე გუნდის დახმარებას საჭირო დროს ვახერხებდი, მაგრამ ახლა დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმო.

„ახლა, როდესაც ისინი გაიზარდნენ და დაცულები არიან, დროა თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ. მე ვიცი, რომ ჩემი ყოფნა იუვენტუსში ახალგაზრდებს ფრთების ბოლომდე გაშლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ ახლა დროა, რომ მათ თავისუფლად იფრინონ და მე მათი უპირველესი ქომაგი ვიქნები.

„დააჩქარა თუ არა იუვენტუსიდან წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილმა კრაკმა ? დიახ. ჩემი მიზანი წლის ბოლომდე თამაში იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მე ნაკრების დახმარება კვლავ შემეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვსორდა.

„ახლა მე იუვენტუსს და იტალიის ნაკრებს კარგ ხელში ვტოვებ, ახალგაზრდა და უნიჭიერეს ახალგაზრდებთან, რომლებიც მათ ისე ღირსეულად და გამალებით დაიცავენ, როგორც ამას მე ვაკეთებდი.

„რატომ 17 წუთი ? თითო წუთი იუვენტუსში გატარებულ 1 წელს აღნიშნავს.

„ჩემი სამომავლო გეგმები ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, მე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მომიწევს. საზღვარგარეთ გამოცდილება არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც გამოწვევა იქნება, ამიტომ ამ თემაზე ჩემს ოჯახთან ერთად მომიწევს საუბარი.“