Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ მე და ბუფონი იუვესთვის პრობლემები არასოდეს გავხდებით“

იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მისი და ბუფონის კონტრაქტები იუვენტუსისთვის პრობლემა არასოდეს იქნება.

„სანაკრებო პაუზის დროს, ჩემს და ბუფონის მომავალზე ძალიან ბევრი რამ დაიწერა და ისე ჩანდა, რომ ჩვენ გუნდს პრობლემებს ვუქმნიდით, მაგრამ არც მე და არც ჯიჯი გუნდისთვის პრობლემა არასოდეს გავხდებით.

„ამ თემაზე ლაპარაკი ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ მე იუვენტუსის გარდა არც იტალიაში და არც ევროპაში სხვა მაისურის ჩაცმას არ ვაპირებ. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ატალანტასთან მატჩია.“