Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ნაკლები საუბარი და მეტი მუშაობა მოედანზე“

ჯორჯო კიელინიმ კალიარისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„პორტუსთან მატჩის შემდეგ კარგი რეაგირება მოვახდინეთ და კარგად ვითამაშეთ. გოლის თავიდან აცილება შეგვეძლო, მაგრამ მთავარი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა.

„ჩემი აზრით, ახლა საუბარს უნდა მოვუკლოთ და მოედანზე ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ არ გავტყდებით და სეზონის მაქსიმალურად პოზიტიური დასასრულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ახლა ჩვენ ბენევენტოსთან მატჩი გველოდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა ვაჩვენოთ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დიდებული შედეგების დადება კვლავ შეგვიძლია.“

გათიშვა