Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ნაპოლისთან მარცხი ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს“

ჯორჯო კიელინიმ პორტუსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს და ნაპოლისთან მატჩი ამ ყველაფერს ხაზს ვერ გადაუსვამს. იუვენტუსს სჭირდება ბალანსი, რომ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია ა-ში წარმატებულად იასპარეზოს.

„იუვენტუსის მიზანი ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევაა და ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ენთუზიაზმით ვართ სავსე, თუმცა ვიცით, რომ ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება.

„ისინი თავს კარგად იცავენ და ძალიან ცოტა გოლს უშვებენ, შეტევაში კი აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ ნებისმიერ გუნდს პრობლემები შეუქმნან.

„პორტო ძალიან ფიზიკური გუნდია და ჩვენ მათთან მატჩს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

„იუვეს ჰყავს 4 ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი და თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული მახასიათებლები აქვს. რომელი ითამაშებს ამა თუ იმ მატჩში ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის უფრო ძნელია, რადგან ჩვენს მეტოქეს ფაქტოვრივად არ ვიცნობთ. ჩვენ გასულ წლებში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ, რადგან ისინი ძვირად დაგვიჯდა.“