Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“ პირლოს და სარის ერთმანეთს ვერ შევადარებ“

ჯორჯო კიელინის მტკიცებით, გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაურიციო სარის ფეხბურთი ეთამაშათ და მისი აზრით, სარის და პირლოს შედარება არ შეიძლება.

„ყველას სურდა, რომ გასული სეზონი სხვა სცენარით განვითარებულიყო, თუმცა რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც საჭირო იყო, თუმცა გუნდის თითოეულმა წევრმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა…

„სარი კარგი ადამიანია. მის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკა გავრცელდა, თუმცა მე მის მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია და მეტს მის შესახებ ვერაფერს დავამატებ.

„პირლოს რაც შეეხება, ის ახლა ჩვენი მწვრთნელია… რამდენიმე კვირის წინ ანდრეა უბრალოდ ანდრეა იყო, ცემი ძველი მეგობარი, ახლა კი ის არის პიროვნება, რომელსაც მთელი გუნდი უნდა დავემორჩილოთ.

„განსხვავებული სტილის და ასაკის გათვალისწინებით, პირლოს და სარის ერთმანეთს ვერ შევადარებ. პირლო მთავარი მწვრთნელის რანგში სულ ახლახანს მოგვევლინა და გასაკვირი არ არის, რომ მას ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუმცა ანდრეას ყოველთვის გამორჩეული ხედვა ჰქონდა ფეხბურთის მიმართ, ის იუვეში ყველას კარგად იცნობს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი წარმატებები ელოდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.