Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ პსჟ PlayStation-ზე შექმნილ გუნდს ჰგავს…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-სთან საუბრისას პსჟ-ს შესახებ ისაუბრა.

„პსჟ PlayStation-ზე შექმნილ გუნდს ჰგავს, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელები გადაგყავს და დაუმარცხებელ შემადგენლობას ქმნი.

„თუ ისინი მოედანზე და მის მიღმა საჭირო ქიმიას იპოვნიან და შეძლებენ, რომ პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და უპირველესად გუნდის წარმატება დააყენონ, მათ შეჩერებას ევროპაში ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს.“