Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ რონალდუ იუვენტუსის პრობლემაა ?…“

იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ატალანტასთან მოახლოებულ მატჩზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„ჩვენ ნაპოლისთან კარგი მატჩი ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც ჯენოასთან გავაგრძელეთ და წინ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება.

„ატალანტა ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მაღალ პრესინგს და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი იმისთვის, რომ მათი ბარიერი გადავლახოთ. ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური გავინაღდოთ.

„არის თუ არა კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის პრობლემა ? თუ რონალდუ პრობლემაა, იმედი მაქვს, რომ გუნდი ასეთი ბევრი პრობლემა ეყოლება.

„ახლა ჩვენი ამოცანა სეზონის მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე დასრულებაა. სამწუხაროდ ინტერი ძალიან წინ არის, მაგრამ ჩვენ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ.“