Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს ?

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იუვენტუსის კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ მატჩების უმეტესობა ტრავმების გამო გამოტოვა და როგორც ჩანს, ვეტერანი იტალიელი მცველის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

მის მომავალზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, რომეო აგრესტიმ ისაუბრა.

„კიელინის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურდა, თუმცა მისი ტრავმების ფონზე ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. არ მგონია, რომ ის მომავალ სეზონში იუვენტუსის შემადგენლობაში იქნება და ვფიქრობ, რომ კიელინი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს…“