Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი სერია ა-ში მე-400 მატჩს ჩაატარებს

დღეს ტურინის იუვენტუსი ნაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თუ ჯორჯო კიელინი მოედანზე გამოჩნდა, ეს მისთვის სერია ა-ში ჩატარებული მე-400 მატჩი იქნება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მოსალოდნელია, რომ ჯორჯო კიელინი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ჯორჯო კიელინის დებიუტი სერია ა-ში ფიორენტინას შემადგენლობაში 2004 წლის 12 სექტემბერს, რომას წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ვეტერანმა უკანახაზელმა 399 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.