Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიელინი:“ უფრო ფხიზლად თამაში გვმართებს“

ფერენცვაროშის დამარცხების შემდეგ ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთა.

„პირველ ტაიმში ზედმეტად კომფორტულად ვიყავით და ტემპს ძალიან ვაგდებდით, მეორე ტაიმში კი უფრო გამოვფხიზლდით, ტემპს მოვუმატეთ და შედეგიც მაშინვე გამოჩნდა.

„მოედაზე მოდუნების დრო არ გვაქვს, დღეს გუნდებს შორის ხარისხის მხრივ დიდი სხვაობა იყო, თუმცა წინ ლაციოსთან ურთულესი მატჩი გველის და ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სანაკრებო პაუზას მოგებათა სერიით შევხვდეთ.

„მატჩის ბოლოსკენ ცოტა დაღლილობა ვიგრძენი, რადგან ტრავმებს ასაკიც ემატება, თუმცა გასულ კვირას კარგად ვივარჯიშე და იმედი მაქვს, რომ გუნდს კიდევ გამოვადგები.“

ერთ მომენტში კიელინის უკან პასს იუვეს კარში ძალიან სახიფათო მომენტი მოჰყვა.

„მე მეგონა, რომ ჩემს უკან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იდგა, მეორე კი ვერ დავინახე. ანგარიშიდან გამომდინარე, ყურადღება მოვადუნე, თუმცა საბედნიეროდ შესნიმ გადამარჩინა. რამდენჯერმე ის მეც გადავარჩინე, ამიტომ ბარი-ბარში ვართ.“