Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობაშია…“

ჯორჯო კიელინიმ ინგლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ხვალ ფინალურ მატჩში ტურნირის ორი უძლიერესი გუნდი ითამაშებს. ინგლისის ორგანიზებულობაზე და ფიზიკაზე ისიც კარგად მეტყველებს, რომ მათ მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული.

„მართალია მათ ესპანეთისავით ბურთის დაჭერა არ შეუძლიათ, მაგრამ 2016 წლის შემდეგ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებს მებრძოლი ხასიათი შესძინა, რომლისგანაც არასოდეს იცი, თუ რას უნდე ელოდო. ინგლისს შეუძლია მატჩის დიდი ნაწილი დაცვაში იჯდეს, თუმცა მოულდონელად ძალიან დიდი ძალებით შეგიტიოს და დაგსაჯოს, ამიტომ ჩვენ მთელი შეხვედრის განამვლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ.“

შოტლანდიურმა მედიამ რობერტო მანჩინი უილიამ ვოლასად შერაცხა და მიანიშნა, რომ აძურის მხოლოდ იტალიელები არ უჭერენ მხარს.

„ინგლისსა და შოტლანდიას შორის პაექრობის შესახებ ყველამ კარგად ვიცით და ამ პოსტმა ჩვენ ღიმილი მოგვგვარა, მაგრამ ეს უბრალოდ ხუმრობაა და მეტი არაფერი.

„ჩვენ ხვალ გადაჭედილ უემბლიზე გვიწევს თამაში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისის გულშემატკივარი იქნება, ამიტომ თითოეულ ფეხბურთელს საჭირო აგრესია, სიმამაცე და სიმშვიდე უნდა ჰქონდეს.

„90 წუთის განმავლობაში თამაშის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ თითოეულ ეპიზოდში ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს აძურის თითოეული გულშემატკივრისთვის, ამიტომ პირობას გაძლევთ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

„გვეგონა თუ არა, რომ ფინალში ვითამაშებდით ? ნაკრებში ჩემპიონატის დაწყებამდე კარგი ენერგია სუფევდა, მაგრამ ფინალში თამაშს წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ, რადგან ევროპაში უძლიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ.

„ჩვენი მთავარი საიდუმლო არის ის, რომ გუნდი ერთად ყოფნით უდიდეს სიამოვნებას იღებს, გვყავს შესანიშნავი ბოსი, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოედანზე.“

მედიაში ბევრი უკმაყოფილოებას გამოთქვამს, რომ ინგლისს ევროპის ჩემპიონატზე თამაშების უმეტესობის გამართვა სახლში მოუწია.

„აქამდე არაერთხელ მომხდარა, რომ მასპინძელ ქვეყანას სახლში ეთამაშოს, ეს არც პირველად ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ბევრჯერ მოხდება, ამიტომ ამ თემაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება მართებულად არ მიმაჩნია.

„ჰარი კეინი ? მე ჩვენი პირველი შეხვედრა კარგად მახსოვს. მაშინ იტალია და ინგლისი ამხანაგურ მატჩს ტურინში მართავდნენ და მისი მახასიათებლებით პირველივე წუთიდან გაკვირვებული დავრჩი. ის კარგად თამაშობს მეორე სართულზე, შუძლია ბურთის დაჭერა, გუნდზე თმაში, გოლების გატანა და ჯარიმების შესრულებაც კი. შეგიძლიათ პარატიჩის (იუვენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორი) ჰკითხოთ, თუ რამდენჯერ გვისაუბრია ჩვენ მის შესახებ.“

ესპანეთთან მატჩში 11-მეტრიანების წინ კიელინი ხორდი ალბას ეხუმრებოდა და ბევრმა ჩათვალა, რომ ამით ის მეტოქეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

„მე კარიერაში უამრავი მატჩი მაქვს გამართული და მინდა, რომ ბოლო წლებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. მე ყოველთვის ვიღიმი და ჩემს მეტოქეებს პატივს ვცემ, ამიტომ მათთან ხუმრობა ჩემთვის ჩვეული რამ არის. მე ამ ტურნირის მსვლელობისას უფორ მეტ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდი, ამიტომ იმ მომენტში არანაირი ტაქტიკური გათვლა არ ყოფილა, მე უბრალოდ ასეთი ვარ.“