Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება…“

ჯორჯო კიელინიმ სალერნიტანას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ და როგორც სპორტული ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„მწვრთნელმა გუშინ და დღეს საჭირო სიტყვები მონახა იმ რთული სიტუაციის ასახსნელად, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ჩვენ ვიცით, რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდე, თუმცა ვალდებული ხარ მოედანზე კონცენტრაცია და ბრძოლის სურვილი არ დაკარგო.

„ჩვენ მოედანზე გამარჯვების სურვილით გავედით, რადგან ჩვენი პოზიცია ახლა სხვა ვარიანტებს არ გვიტოვებს. ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადება დავიწყოთ.“