Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ წინ შესანიშნავი ფინალი გველოდება…“

ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ ინგლისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ეს იყო ჩვენი ოცნება, რომელსაც უკვე 3 წელია ვამზადებთ და მწვრთნელი პირველივე დღიდან გვიმტკიცებდა, რომ ჩვენ ფინალში გასვლას მოვახერხებდით.

„როდესაც მან  პირველად ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება ახსენა, ჩვენ თვიდან გვეგონა, რომ ის შეშლილი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ აქ ვართ, ფინალში და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე არა ესპანეთი, არამედ საფრანგეთი იქნებოდა, რადგან ისინი ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ და ყველაფერი ჰქონდათ იმისთვის, რომ ტიტული აღემართათ, ამიტომ მეგონა, რომ გამარჯვებისთვის ბელგიის, საფრანგეთის და ინგლისის დამარცხება მოგვიწევდა.

„ინგლისს რაც შეეხება, მათ ძალიან ხარისხიანი და ფიზიკური გუნდი ჰყავთ, რომლებიც ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ. შესაძლოა მათი ფეხბურთი ყველაზე სანახაობრივი არ არის, მაგრამ წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.

„კეინი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო. საკლუბო დონეზე მე ტოტენჰემის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მქონდა და კეინის ძლიერი მხარეები კარგად ვიცი.

„მაგრამ ინგლისი მარტო კეინი არ არის, მათ უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, დანიის წინააღმდეგ მათ სათადარიგოთა სკამზე ჯეკ გრელიში, ჯეიდონ სანჩო, მარკუს რეშფორდი, დომინიკ კალვერტ-ლევინი და ფილ ფოდენი ჰყავდათ, რაც გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს.

„წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, რომელშიც ორი დიდებული გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.“