Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინთან ერთად, ალეგრის იკარდის გაფორმებაც სურს

იუვენტუსმა ევერტონთან მოიზე კინის ტრანსფერი უკვე შეათანხმა და იტალიელი ფორვარდი ტურინში იჯარის წესით დაბრუნდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება და ბიანკონერის მისი დაბრუნება საერთო ჯამში დაახლოებით 20 მილიონი დაუჯდება.

თუმცა, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით კინი ერთადერთი ფორვარდი არ არის, რომლის დამატებასაც იუვენტუსი ცდილობს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი პარალელურად მაურო იკარდის ტრანსფერზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ არგენტინელ ფორვარდს იჯარით დაიმატებს.

პსჟ-ში ლეო მესის შემდეგ, შეტევის ხაზში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა და თუ მბაპე რეალში არ გადაბარგდება, ის სავარაუდოდ პარიზულ გუნდს დატოვებს, ასეთ შემთხვევაში კი იკარდისთვის იტალიაში დაბრუნება იქნება პრიორიტეტი და იუვე მზად არის, მას ახალი სახლი შესთავაზოს…