Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინის დედა:“ მოიზე სახლში დაბრუნდა…“

იუვენტუსის ახალწვეულის მოიზე კინის დედამ იტალიელი ფორვარდის დაბრუნების გამო ბიანკონერის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოიზე დაბრუნდა. ტურინი და იუვენტუსი მისი სახლია და პსჟ-ში გატარებული პოზიტიური სეზონის მიუხედავად, მას ყოველთვის იუვენტუსში დაბრუნება სურდა.

„იუვე მისი სახლია და მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო მისი გაზრდისთვის. კინი კაცი სწორედ იქ გახდა. მათ არა მხოლოდ მისი ტალანტი გამოავლინეს, არამედ ჩემს შვლის მანერები ასწავლეს, განათლება მისცეს, კარგ ადამიანად ჩამოაყალიბეს და უბრალოდ კარგ ადამიანად აქციეს.

„შეძლებს თუ არა ის რონალდუს შეცვლას ? თუ ამას ღმერთი ინებებს, მაგრამ მოიზე ძალიან მონდომებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდს აუცილებლად გამოადგება.“