Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კინის მომავალი მილიკის ხელში…

იუვენტუსი მოიზე კინის დაბრუნებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, თუმცა ევერტონი ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ გუნდი მის შემცვლელს გაიფორმებს.

ბოლო დღეებში პრემიერ ლიგის ბინადარი არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე მუშაობს და გავრცელებული ინფორმაციით, თუ ევერტონი პოლონელი ფეხბურთელის გაფორმებას მოახერხებს, მოიზე კინს იუვენტუსში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მერსისაიდელები ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არიან და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.