Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინის ტრანსფერით ინტერიც ინტერესდება

იტალიურუ მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის და მილანის შემდეგ, მოიზე კინის გაფორმების სურვილი ინტერმაც  დააფიქსირა და ზაფხულში იტალიელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

მოიზე კინი, რომელიც ევერტონის საკუთრებაში იმყოფება, მიმდინარე სეზონს პსჟ-ში იჯარის წესით ატარებს, თუმცა ფრანებს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს და ის სეზონის ბოლოს ევერტონში დაბრუნდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძური მზად არის ევერტონს კინის სანაცვლოდ ფული და მატიას ვესინო შესთავაზოს, რომელიც კარლო ანჩელოტის ჯერ კიდევ ნაპოლიში ყოფნის დროს სურდა.