Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინის ძმა:“ იმედი მაქვს, რომ მოიზე იუვენტუსში დაბრუნდება“

მოიზე კინის ძმამ იმედი გამოთქვა, რომ მოიზე იუვენტუსში დაბრუნდება.

კინი იუვენტუსის აკადემიის აღზრდილია, რომელმაც გუნდი 2019 წელს დატოვა და ევერტონში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

„იმის მიუხედავად, რომ მოიზეს ევერტონთან კონტრაქტი აკავშირებს, მისი ინგლისში დაბრუნება რთული წარმოსადგენია. ის პსჟ-ში ძალიან ბედნიერია, მაგრამ როგორც იუვენტუსის გულშემატკივარი იმედი მაქვს, რომ ის ტურინში სათამაშოდ დაბრუნდება.

„ის იუვენტუსზე ნაწყენი არ არის, მისთვის ბიანკონერი მეორე ოჯახია და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.“