Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინი ტურინში ჩაფრინდა

როგორც მოსალოდნელი იყო, მოიზე კინი რამდენიმე წუთის წინ ტურინის აეროპორტში დაეშვა.

იტალიელი ფეხბურთელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსში ოფიციალურად დაბრუნდება.

21 წლის ფორვარდი ტურინულ გრანდს 2-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში კი იუვეს მისი გამოსყიდვა 20 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება. გამოსასყიდი პუნქტი გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.