Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინს იუვენტუსში დაბრუნება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოიზე კინმა დორტმუნდის ბორუსია უარით გაისტუმრა და ახალგაზრდა ფორვარდს იუვენტუსში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

20 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის აკადემიის აღზრდილია და ტურინელებმა ის გასულ ზაფხულს ევერტონს 27.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიყიდეს.

Calciomercato და Goal.com ის ინფორმაციით, კინმა ევერტონის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ იუვენტუსის გარდა სხვა ყველა წინადადებას დაბლოკავს.

ახალგაზრდა იტალიელის დაბრუნების წინააღმდეგი არც იუვენტუსია, თუმცა ბიანკონერის მისი 2-წლიანი იჯარით აყვანა სურთ, შემდგომში 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.