Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინს იუვენტუსში დაბრუნება სურს ?

პსჟ-ს და იტალიის ნაკრების ფორვარდმა აღიარა, რომ მას სერია ა ენატრება და იუვენტუსის მატჩებს კვლავ უყურებს, თუმცა ამავდროულად პსჟ-ში ბედნიერია.

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ევერტონიდან პსჟ-შია განათხოვრებული, კარგ ფორმაში იმყოფება და ლიგა 1-ში 16 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

„სიმართლე რომ გითხრათ, იტალიური ფეხბურთი ძალიან მენატრება. სერია ა ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, ერთ-ერთი საუკეთესო…

„ზოგჯერ იუვენტუსის თამაშებს ვუყურებ და ძველი დრო მახსენდება, როდესაც ტურინში ვთამაშობდი, თუმცა მე ახლა პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და აქ თავს კარგად ვგრძნობ…“