Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კინს იუვენტუსში სურს

დორტმუნდის ბორუსიამ ევერტონს მოიზე კინის ტრანსფერზე მიმართა, თუმცა ახალგაზრდა იტალიელს მხოლოდ იუვენტუსში დაბრუნება სურს.

20 წლის კინი, რომელიც იუვეს აკადემიის აღზრდილია, ევერტონში გასულ ზაფხულს, 27.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციის გავლა ვერ მოახერხა და 33 მატჩში მხოლოდ 2 გოლის და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, დორტმუნდი კინის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა ფეხბურთელს იუვენტუსში დაბრუნება სურს…

მართალია ბიანკონერი ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობს და დიდი ალბათობით ურუგვაელი კარიერას ტურინში გააგრძელებს, თუმცა თუ ევერტონი კინის იჯარით გაშვებაზე თანახმა იქნება, იუვენტუსი არც მასზე იტყვის უარს…

Leave a Reply

Your email address will not be published.