Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კინს პსჟ-ში დარჩენა სურს…

იუვენტუსი ზაფხულში ევერტონის საკუთრებაში მყოფი მოიზე კინის დაბრუნებას გეგმავდა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით პსჟ-ში ასპარეზობს, თუმცა როგორც ჩანს ბიანკონერის აკადემიის აღზრდილს პარიზულ გუნდში დარჩენა სურს.

გუშინ 21 წლის იტალიელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მე-13 გოლის გატანა მოახერხა, მატჩის წინ კი ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა, წარწერით:“ ბედნიერი ვარ, რომ Parc des Princes-ზე სეზონის ბოლო მატჩში გოლის გატანა მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში შევხვდებით!“

კინის დატოვების წინააღმდეგი არც პსჟ არის, თუმცა ფრანგებს პირველ რიგში გუნდიდან მაურო იკარდის გაშვება მოუწევთ, რომელიც იუვენტუსს და მილანს არაერთხელ დაუკავშირეს.