Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კლატებურგი:“ რეალი – იუვენტუსის შემდეგ მაიკლ ოლივერს სახლის დატოვება მოუწია“

ყოფილმა მთავარმა არბიტრმა მარკ კლატებურგმა 2018 წელი გაიხსენა, როდესაც მადრიდის რეალმა იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა.

ამ მატჩის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი იყო, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე საეჭვო 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც რონალდუმ გოლად აქცია და ესპანური გრანდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

„მსაჯები ადამიანები არიან. შეცდომებს ისინიც უშვებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი დაძაბული სიტუაციაა, როგორიც მაშინ მოედანზე იყო.

„კარიერაში ძალიან ბევრი შეცდომა მეც დამიშვია, თუმცა უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ. სამწუხაროდ, სოციალური ქსელების გამო ამ ხაზს ხშირად ვკვეთთ.

„მაიკლ ოლივერს ამ მატჩის შემდეგ მოუწია, რომ თავისი სახლი ოჯახთან ერთად დაეტოვებინა და სანამ სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიები ასეთ შემთხვევებზე ყურადღებას არ გაამახვილებენ, ეს ასე გაგრძელდება…“