Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კლინსმანი:“ ლუკაკუ ასე კარგად იმიტომ თამაშობს, რომ მას კონტეს ნდობა აქვს“

ნერაძურის ყოფილმა ფორვარდმა იურგენ კლინსმანმა რომელუ ლუკაკუს შესანიშნავი თამაშის მთავარი მიზეზი დაასახელა.

„შემტევისთვის მწვრთნელის მხარდაჭერის ქონდა უმნიშვნელოვანესია.

„ანტონიო კონტეს დახმარებით რომელუ ლუკაკუ თავისი პოტენციალის გამოვლენას ბოლომდე ახერხებს. ანტონიოს ბელგიელის გაფორმება ჯერ კიდევ ჩელსიში ყოფნის დროს სურდა.

„ლუკაკუს გოლების გატანა არასოდეს უჭირდა, მაგრამ ის იტალიაში სულ სხვა დონეზე ავიდა და მისი დახმარებით ნერაძური ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს.

„მაშინაც კი, როდესაც ლუკაკუ გოლს ვერ იტანს, მას კონტეს აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს, რაც მას ყოველგვარ ნერვიულობას უხსნის.“

გათიშვა