Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კლინსმანი:“ ლუკაკუ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდია, მან ამით უნდა იამაყოს“

იურგენ კლინსმანის აზრით, რომელუ ლუკაკუ მსოფლიოს 5 საუკეთესო ფორვარდს შორის არის.

ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

„ლუკაკუ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფორვარდს შორის არის და მას შესანიშნავი თამაშის სტილი აქვს,“ განაცხადა ინტერის ყოფილმა ფორვარდმა ESPN-თან ინტერვიუში.

„ის ისეთივე ელეგანტური და დახვეწილია, როგორც რობერტ ლევანდოვსკი ან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც განსხვავებული თამაშის სტილი აქვს და მის ფიზიკურ მონაცემებს შესანიშნავად იყენებს.

„ჩემი აზრით, ლუკაკუ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით უნდა იამაყოს და თუ მან ასე გააგრძელა და დარჩენილ ტურებში 10 გოლი გაიტანა, ეს არაჩვეულებრივი შედეგი იქნება.

„ის ძალიან სწრაფია და ეს ლაციოს კარში გატანილი მესამე გოლის დროს ნათლად გამოჩნდა. ლუკაკუ ძალიან შრომისმოყვარე და გუნდური მოთამაშეა.“