Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კლოზე:“ პიოლისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია“

ლეგენდარული მიროსლავ კლოზე, რომელიც ახლა ბაიერნის ასისტენტი მწვრთნელია, Milanello-ზე სტეფანო პიოლისთან სტაჟირებას გადის.

კლოზემ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

„სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად გერმანიის საზღვრებს გარეთ სტაჟირება მჭირდებოდა და მე მაშინვე პიოლიზე ვიფიქრე. მე ეს პროცედურა მილანში აქამდე უნდა გამეარა, თუმცა პანდემიის გამო თარიღების შეცვლა მოგვიწია.

„ურთიერთობა პიოლისთან ? შესანიშნავი. ძალიან მალე მე ავიღებ ლიცენზიას, რომ ევროპის ტოპ ლიგებში გუნდების გაწვრთნა შემეძლოს, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ. მე უკვე 5 წელია ვსწავლობ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. მე ლიოვთან და ბაიერნის ახალგაზრდულ სექტორთან მომიწია მუშაობა, რაც ნამდვილად კარგი გამოცდილებაა.

„მე მსურს ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე და ყველაფერი დეტალურად შევისწავლო, როგორც ამას ფეხბურთელობის დროს ვაკეთებდი. ბაიერნში ფლიკის შემცვლელად ყოფნა ძალიან მომწონს, თუმცა ვნახოთ, რამდენი ხანი დავრჩები იქ. აქ მე ძალიან ბევრი რამის სწავლა შემიძლია, ვფიქრობ, თუ როგორ მოვიქცეოდი მე, მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი. ახლა გამოცდილების მიღება მსურს და შემდეგი ნაბიჯი უკვე გუნდის ჩაბარება იქნება. გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარდა, შენ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო.

„პიოლის მილანი ? სტეფანო ძალიან დიდი პროფესიონალია, ის საქმის თითოეულ დეტალს დიდი ყურადღებით ეკიდება. თუ მილანი მას დიდი ხნით დარჩენის საშუალებას მისცემს, მაშინ გუნდი მწვერვალზე დაბრუნდება. როსონერის წელს სკუდეტოს მოგება შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ სტეფანო პიოლი და მიროსლავ კლოზე ერთად ლაციოში მუშაობდნენ.